ა(ა)ი.პ “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ორგანიზებით 8 ივლისს ლენტეხის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩატარდა!

🚑 ა(ა)ი.პ “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ორგანიზებით 8 ივლისს ლენტეხის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩატარდა!

🚑 მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს, „ნიუ ვიჟენ ჰელს ჰაბისა“ და „იმედის კლინიკის“ ექიმ-სპეციალისტები საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ლენტეხში იმყოფებოდნენ.

📌 სამედიცინო აქცია შ.პ.ს. რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ,,ლენტეხის კლინიკაში’’ ჩატარდა.

👩‍👩‍👧‍👦 0-18 წლამდე პაციენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მაღალი კვალიფიკაციის ექიმებისგან ადგილზე მიეღოთ უფასო კონსულტაცია, სხვადასხვა სახის გამოკვლევები და ასევე ლაბორატორიული მომსახურება.

500- ზე მეტი ლაბორატორიული კვლევა ლაბორატორია ER JI LAB – მა ჩაატარა.

✅ კონსულტაციები მიიღო და გამოკვლევები ჩაუტარდა მუნიციპალიტეტის რვავე თემში მცხოვრებ 350-მდე ბენეფიციარს.

📍 ამავდროულად ადგილზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე დასახელების პირველადი მოხმარების მედიკამენტი, რომელიც პაციენტებს საჭიროებისამებრ დაურიგდათ.

უფასო სამედიცინო აქციაზე მოსულ პატარებს კომპანია „კარფური“ ტკბილეულით გაუმასპინძლდა.

📍 აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

✅ ,,თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისწვდომი იყოს. მსგავსი საქველმოქმედო აქციები მომავალშიც გაგრძელდება და ყველა ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს“.- ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

ზურა მხეიძე: „პაციენტს შეიძლება ექიმის სიტყვები დაავიწყდეს, მაგრამ არასოდეს ავიწყდება ემოცია, რომელიც მასთან ურთიერთობის შემდეგ დარჩა“

რეზო სულუხიას თეთრი ხალათი, როგორც პაციენტისადმი უპირობო სიყვარულის და პასუხისმგებლობის სიმბოლო!

„ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდსა“ და „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

კოლეჯ „ოპიზარსა“ და „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასა“ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

კაჭრეთის კოლეჯ „აისში“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა