„იმედის კლინიკაში“ ექთნებისთვის პაციენტთან კომუნიკაციის სტანდარტებზე სასწავლო ციკლი დაიწყო

პაციენტთან კომუნიკაციის საერთაშორისო სტანდარტები ექთნებისთვის!

საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებით, „იმედის კლინიკაში” ექთანთა გადამზადების სასწავლო ციკლი დაიწყო.

პროექტი მიზნად ისახავს პაციენტებთან და კოლეგებთან კომუნიკაციის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

თანამედროვე ჯანდაცვის სისტემაში ექთანი წარმოადგენს პროფესიონალს, რომელსაც პაციენტთან ყველაზე ხანგრძლივი და მჭიდრო შეხება აქვს. შესაბამისად, სამედიცინო ინფორმაციის გაცვლის, ნდობის მოპოვებისა და პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესი მნიშვნელოვნად არის მასზე დამოკიდებული.

საერთაშორისო კვლევები თანმიმდევრულად ადასტურებს, რომ პაციენტთა უკმაყოფილებისა და საჩივრების საგრძნობი წილი არა კლინიკური შეცდომებით, არამედ კომუნიკაციური ხარვეზებით არის განპირობებული. ამდენად, ეფექტური კომუნიკაციის კომპეტენცია დღეს განიხილება არა უბრალოდ „დამატებით უნარად”, არამედ პაციენტის უსაფრთხოების პირდაპირ ინსტრუმენტად.

სასწავლო ტრენინგი ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს:

▪️ კონფლიქტების მართვა – დაძაბულობის ადრეული ამოცნობა და დეესკალაციის ტექნიკები;

▪️ პაციენტის უსაფრთხოება – რისკების პრევენცია და მართვა;

▪️ მედიკამენტების უსაფრთხო გამოყენება – სტანდარტების დაცვა სამკურნალო პროცესში;

▪️ შიდა კომუნიკაცია – ეფექტური თანამშრომლობა კოლეგებსა და მულტიდისციპლინურ გუნდს შორის.

სასწავლო კურსს უძღვება საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის დირექტორი, კომუნიკაციის ექსპერტი, მედიატორი და „იმედის კლინიკის” ჯანდაცვის ომბუდსმენი მეგი საჯაია.

ლექციები ეტაპობრივად მიმდინარეობს. პროექტის მიზანია წლის ბოლომდე კლინიკაში დასაქმებული თითოეული ექთნის გადამზადება. აღნიშნული წარმოადგენს სისტემურ მიდგომას, რომელიც მიმართულია არა ერთჯერადი ღონისძიებისაკენ, არამედ ორგანიზაციული, პროფესიული კულტურის თანმიმდევრული განვითარებისაკენ და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისკენ!

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

„იმედის კლინიკაში“ ექთნებისთვის პაციენტთან კომუნიკაციის სტანდარტებზე სასწავლო ციკლი დაიწყო

ზურა მხეიძე: „პაციენტს შეიძლება ექიმის სიტყვები დაავიწყდეს, მაგრამ არასოდეს ავიწყდება ემოცია, რომელიც მასთან ურთიერთობის შემდეგ დარჩა“

რეზო სულუხიას თეთრი ხალათი, როგორც პაციენტისადმი უპირობო სიყვარულის და პასუხისმგებლობის სიმბოლო!

სამედიცინო პერსონალისთვის პაციენტთან კომუნიკაციის სტანდარტებზე ტრენინგი ჩატარდა

„ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდსა“ და „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

კოლეჯ „ოპიზარსა“ და „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა