2026 წლის 27 იანვარს „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდს“ და საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია • Health Federation of Georgia შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეთა შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებას და ონკოლოგიური პაციენტების მხარდაჭერას.
მემორანდუმის ფარგლებში განისაზღვრა თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროები:
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხელშეწყობა – კიბოს პრევენციისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამების პოპულარიზაცია ერთობლივი საინფორმაციო კამპანიების გზით.
ინტერდისციპლინური მიდგომების დანერგვა – სამედიცინო და კულტურული სექტორების ინტეგრაცია პაციენტთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესში.
საგანმანათლებლო საქმიანობა – ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზება ჯანდაცვის სპეციალისტებისა და ბენეფიციარების ოჯახის წევრებისთვის.
სოციალური პასუხისმგებლობა – ერთობლივი საქველმოქმედო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება ფონდის ბენეფიციარების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
აღნიშნული შეთანხმება ქმნის მყარ საფუძველს სამედიცინო და სამოქალაქო სექტორს შორის კოორდინირებული მუშაობისთვის, რაც ხელს შეუწყობს ონკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და პრევენციული მედიცინის განვითარებას.

