მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ზაზა ყატაშვილი, მამოლოგი, ონკოქირურგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი:

“სკრინინგი დაავადების ადრეული ფორმების გამოვლენის საშუალებას იძლევა. ამ სტადიაში აღმოჩენილი დაავადება, მკურნალობის შედეგად, 95%-ზე მეტ შემთხვევაში განკურნებადია! შესწავლილი და დამტკიცებული ფაქტია, რომ ძუძუს კიბოს სკრინინგმა, რომელიც მსოფლიოში სამოციანი წლებიდან დაიწყო, ქალთა სიკვდილიანობა დაახლოებით 20%-ით შეამცირა. არც ერთი ქალბატონი არ არის დაზღვეული ამ ვერაგი დაავადებისგან და სკრინინგი თითოეულ პაციენტს რეალური გამოჯანმრთელების საშუალებას აძლევს. ნუ გადადებთ ხვალისთვის. ჩაიტარეთ სკრინინგი დღესვე თქვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის! საქართველოში ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლამდე ქალბატონებისთვის სრულიად უფასოა!”

✔️ ვიდეო მომზადებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის “კიბოს პრევენცია და ზრუნვის გაუმჯობესება საქართველოში” ფარგლებში.

➡️ პროექტი ხორციელდება ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ დაავადებათა კონტროლის და “საზოგადიებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან” და ა(ა) იპ “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასთან” თანამშრომლობით

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

„ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდსა“ და „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

კოლეჯ „ოპიზარსა“ და „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასა“ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

კაჭრეთის კოლეჯ „აისში“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა

სათაური: კოლეჯ „ფანასკერტელში“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა