გურჯაანში, კლინიკა “კახეთი იონში” კიბოს სკრინინგის უფასო აქცია გაიმართა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის ეროვნული კამპანიის ეგიდით

16 დეკემბერს გურჯაანში ქართულ-ფრანგულ კლინიკა “კახეთი იონში” უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.

მოსახლეობამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგული კვლევებით უფასოდ ისარგებლა.

სამედიცინო აქცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით ჩატარდა.

აქციას ესწრებოდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი ზაზა თოდაშვილი.

სკრინინგაქციაზე, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორი “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ორგანიზებით გაიმართა, სათემო ორგანიზაციების “გამარჯვებულ ქალთა კლუბის” და “ბერი ანდრიას ფონდის” წარმომადგენლებმა მოსახლეობას საინფორმაციო მასალა დაურიგეს და სკრინინგულ კვლევებში რეგულარულად ჩართვისკენ მოუწოდეს.

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

ექსპერტებმა საქართველოს კიბოს სკრინინგის პროგრამების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

დაბა აგარის პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

ხაშურში, კოლეჯში „ქართლი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

გორის პროფესიულ კოლეჯში „განთიადი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის თემაზე საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა

კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი წიგნის – „მოთხრობები სკრინინგზე“ – პრეზენტაცია გაიმართა