“ვარდისფერი ოქტომბერი”: ჩოხატაურში ონკოპაციენტის გამოფენა და კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა

21 ოქტომბერს ვარდიფერი ოქტომბრის კამპანიის ფარგლებში ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში ყოფილი ონკოპაციენტის – ნინო მაღრაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას ფსიქოლოგმა დიაგნოზის შიშის დაძლევის მეთოდები გაუზიარა. ხელოვნების სასახლის აღსაზრდელებმა კი – კლასიკური მუსიკის ნაწარმოებები შეასრულეს.

ღონისძიების სტუმრებს კიბოს სათემო ორგანიზაციის “გამარჯვებულ ქალთა კლუბის წევრებმა” კიბოს დამარცხების ისტორიები გაუზიარეს, შეახსენეს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობისა და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინასებული კვლევების შესახებ.

გამოფენა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ეგიდით, კონტრაქტორი ორგანიზაციის “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ორგანიზებითა და ადგილობრივი ორგანიზაციის “ქალები ქალებისთვის” ჩართულობით გაიმართა.

კამპანიის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრები და სკრინინგის უფასო აქციები აქტიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე გაგრძელდება.

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

ექსპერტებმა საქართველოს კიბოს სკრინინგის პროგრამების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

დაბა აგარის პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

ხაშურში, კოლეჯში „ქართლი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

გორის პროფესიულ კოლეჯში „განთიადი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის თემაზე საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა

კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი წიგნის – „მოთხრობები სკრინინგზე“ – პრეზენტაცია გაიმართა