15 ნოემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო შეხვედრა ონკოლოგმა, პროფესორის რემა ღვამიჩავამ, “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ხელმძღვანელმა მეგი საჯაიამ და პაციენტთა სათემო ორგანიზაციის „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ხელმძღვანელმა თინა ბერუჩაშვილმა ჩაატარეს.
ღონისძიებას ესწრებოდა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ეკატერინე მესხრიკაძე, რომლის ფინანსური დახმარებითაც მოხდა ზუგდიდში სკრინინგ ცენტრის დაფუძნება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო სკრინინგის პროგრამას, სკრინინგის მოცვის მაჩვენებელს, სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის როლს წარმატებულ მკურნალობაში და აპვ ვაქცინაციის როლს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საქმეში.
საინფორმაციო შეხვედრის პარალელურად ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში მთელი დღის განმავლობაში სკრინინგ აქცია მიმდინარეობდა. მოსახლეობა შეძლო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგული კვლევებით უფასოდ ესარგებლად.
საინფორმაციო შეხვედრა და სკრინინგ აქცია ზუგდიდში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ეგიდით, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან, საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრთან და ოჯახის ექიმებთან თანამშრომლობით ჩატარდა.












