ყვარლის მუნიციპალიტეტში კიბოს სკრინინგის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა და აქცია გაიმართა

4 დეკემბერს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

დილის 11 საათიდან საქართველოს კლინიკების ყვარლის რაიონულ ჰოსპიტალში ეროვნული სკრინინგ ცენტრის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალისგან შემდგარი მობილური გუნდი სკრინინგ აქციას მართავდა.

ყვარლის მოსახლეობამ შეძლო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგული გამოკვლევებით ადგილზე უფასოდ ესარგებლა.

საინფორმაციო შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო სკრინინგის პროგრამას, სკრინინგის მოცვის მაჩვენებელს, სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის როლს წარმატებულ მკურნალობაში და აპვ ვაქცინაციის როლს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საქმეში.

ღონისძიებას უძღვებოდნენ ონკოლოგი, პროფესორი რემა ღვამიჩავა, “გამარჯვებულ ქალთა კლუბის” დამფუძნებელი თინა ბერუჩაშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორი თეონა თოდუა და საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ხელმძღვანელი მეგი საჯაია.

ყოფილმა ონკოპაციენტებმა ლიკა გოცირიძემ და ნატო ცხვირავაშვილმა გამარჯვების ისტორიები და პირადი გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას.

საინფორმაციო შეხვედრა და სკრინინგ აქცია ყვარელში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ეგიდით,

საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებითა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიასთან, საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრთან, ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან, საქართველოს კლინიკების ყვარლის რაიონულ ჰოსპიტალთან და ოჯახის ექიმებთან თანამშრომლობით ჩატარდა.

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

ექსპერტებმა საქართველოს კიბოს სკრინინგის პროგრამების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

დაბა აგარის პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

ხაშურში, კოლეჯში „ქართლი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

გორის პროფესიულ კოლეჯში „განთიადი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის თემაზე საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა

კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი წიგნის – „მოთხრობები სკრინინგზე“ – პრეზენტაცია გაიმართა