კიბოს სკრინინგის ეროვნული კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

16 დეკემბერს კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
დასკვნით შეხვედრაზე წარმოდგენილი და განხილული გახლდათ ისეთი მნიშვნელოვანი პრეზენტაციები, როგორიცაა: კიბოს სკრინინგულ პროგრამებში მოსახლეობის დაბალი ჩართულობის გამოვლენის მიზნით პირველადი ჯანდაცვის პერსონალში განხორციელებული ბარიერების კვლევის შედეგები, კიბოს სკრინინგის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის შედეგები, კიბოს სკრინინგული პროგრამების 2025-2027 წლების კომუნიკაციის გეგმის პროექტი, კიბოს სკრინინგის საგანმანათლებლო კამპანიის გამოწვევები, მნიშვნელობა და პაციენტთა სათემო ორგანიზაციების ჩართულობა და როლი კიბოს სკრინინგის საგანმანათლებლო კამპანიაში.
კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ჯანდაცვის სამინისტროს, რეგიონებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის, ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის, საქართველოს კლინიკების, პაციენტთა სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ეროვნული კამპანიის ექსპერტი-ონკოლოგები.
დასკვნითი ღონისძიება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორი ორგანიზაციის, ა(ა)იპ საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

ექსპერტებმა საქართველოს კიბოს სკრინინგის პროგრამების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

დაბა აგარის პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

ხაშურში, კოლეჯში „ქართლი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

გორის პროფესიულ კოლეჯში „განთიადი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის თემაზე საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა

კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი წიგნის – „მოთხრობები სკრინინგზე“ – პრეზენტაცია გაიმართა