სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სისხლის დონაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

26 სექტემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის „სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის ფარგლებში“ პარტნიორი ორგანიზაციის „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სასწავლებლების ხელმძღვანელობასა და სტუდენტებთან მასშტაბური საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს ჰემატოლოგ-ტრანფუზიოლოგი, კამპანიის ექსპერტი მაია ბეროძე სისხლის უანგარო დონაციის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ესაუბრა. კამპანიის მიზნებისა და ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია დამსწრეებს “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” დირექტორმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა გააცნეს.
სტუდენტებმა მონაწილება მიიღეს ეროვნული კამპანიის ფარგლებში დადგემილ სისხლის უანგარო დონაციის ბაერიების კვლევაში.

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

„იმედის კლინიკაში“ ექთნებისთვის პაციენტთან კომუნიკაციის სტანდარტებზე სასწავლო ციკლი დაიწყო

ზურა მხეიძე: „პაციენტს შეიძლება ექიმის სიტყვები დაავიწყდეს, მაგრამ არასოდეს ავიწყდება ემოცია, რომელიც მასთან ურთიერთობის შემდეგ დარჩა“

რეზო სულუხიას თეთრი ხალათი, როგორც პაციენტისადმი უპირობო სიყვარულის და პასუხისმგებლობის სიმბოლო!

სამედიცინო პერსონალისთვის პაციენტთან კომუნიკაციის სტანდარტებზე ტრენინგი ჩატარდა

„ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდსა“ და „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

კოლეჯ „ოპიზარსა“ და „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა