ევროპის უნივერსიტეტში სისხლის უანგარო დონაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

28 სექტემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის „სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის ფარგლებში“ პარტნიორი ორგანიზაციის „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით ევროპის უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს ჰემატოლოგ-ტრანფუზიოლოგი, კამპანიის ექსპერტი მაია ბეროძე სისხლის უანგარო დონაციის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ესაუბრა. კამპანიის მიზნებისა და ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია დამსწრეებს “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” დირექტორმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა გააცნეს.

სტუდენტებმა მონაწილება მიიღეს ეროვნული კამპანიის ფარგლებში დადგემილ სისხლის უანგარო დონაციის ბაერიების კვლევაში.

შეხვედრის დასასრულს სტუდენტური თვითმმართველობის ინიციტივით სისხლის უანგარო დონაციის აქცია დაიგეგმა.

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

„ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდსა“ და „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

კოლეჯ „ოპიზარსა“ და „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასა“ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

კაჭრეთის კოლეჯ „აისში“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა

სათაური: კოლეჯ „ფანასკერტელში“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა