24 ნოემბერს ქალაქ ბათუმში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ბერმელის” სათავო ოფისში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის „სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის ფარგლებში“ პარტნიორი ორგანიზაციის „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ორგანიზებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს სისხლის უანგარო დონაციის მნიშვნელობის, საჭიროებისა და სისხლის ახალი სისტემის შესახებ ჰემატოლოგ-ტრანფუზიოლოგი მაია ბეროძე ესაუბრა.
კამპანიის მიზნებისა და ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია დამსწრე აუდიტორიას “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” დირექტორმა მიაწოდა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ბერმელის” თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ეროვნული კამპანიის ფარგლებში დადგემილ სისხლის უანგარო დონაციის ბარიერების კვლევაში.







