2 მაისს, გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კონსტანტინე ზარნაძის წარმომადგენლობაში დეპუტატის ინიციატივით, ა(ა)იპ “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ორგანიზებითა და ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სისხლის ბანკის ჩართულობით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს და სისხლი უანგაროდ ჩააბარეს გლდანის რაიონის მაცხოვრებლებმა და დეპუტატის წარმომადგენლობის თანამშრომელებმა.
აქციაზე მოსულ მოსახლეობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული სისხლის უანგარო დონაციის საპოპულარიზაციო ბროშურები დაურიგდა.








