ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 16 მაისს ბავშვებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა.
სამედიცინო აქცია გაიმართა თამარ გორდელაძის ინიციატივით; ა(ა)იპ “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციისა” და ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ ორგანიზებით; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კლინიკა- „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ პარტნიორობით.
სამედიცინო აქციას უძღვებოდნენ მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს, კლინიკა „ინოვას”, სამედიცინო ცენტრ „მედიმედის”, კლინიკა „ენმედიცისა” და ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმ-სპეციალისტები:
პედიატრი/ბავშვთა პულმონოლოგი, ალერგოლოგი
ბავშვთა ენდოკრინოლოგი,
ოფთალმოლოგი,
ოტორინოლარინგოლოგი,
ბავშვთა ნევროლოგი,
ბავშვთა გასტროენტეროლოგი, დერმატოლოგი,
კარდიოლოგი
ბავშვთა ორთოპედი/ტრავმატოლოგი,
ბავშვთა უროლოგი,
ბავშვთა ნეფროლოგი
კამპანიის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურება მიიღო 500-მდე პირმა, 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა და მოზარდებმა.
საორგანიზაციო პროცესში მონაწილეობდნენ ჩოხატაურის ახალგაზრდულ-სტუდენტური გაერთიანების წევრები.
ექიმებსა და ორგანიზატორებს მადლობის სიგელები გადაეცათ.
მოსახლეობის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, აქცია არ იქნება ერთჯერადი და მომავალშიც გაიმართება.