საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის წევრი ჟურნალისტები, ეპიდემიოლოგები და ინფექციინისტები პირველი ექსპერიმენტული სკოლის პერსონალს შეხვდნენ!
შეხვედრაზე განხილული იყო კორონავირუსის პანდემია და ის ახალი გამოწვევები, რომელთა დაძლევა პერსონალს სასწავლო პროცესის პერიოდში მოუწევთ!
დაიგეგმა შემდგომი თანამშრომლობისა და მხარდაჭერის პროექტი, რომელიც პედაგოგებისა და ექიმების მუდმივ კომუნიკაციას ისახავს მიზნად!
ამავდროულად საქართველოს საინჟინრო აკადემიის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ხელმძღვანელმა ბატონმა თენგიზ ცეცხლაძემ სკოლას სადეზინფექციო ხსნარი „ანოლიტი ანკ სუპერი“ უსასყიდლოდ გადასცა.
სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნა, რომელიც ჩვენი შვილების ჯანსაღი მომავლის გარანტიას წარმოადგენს, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის წევრების მთავარი ამოცანაა!















 
				 
															 
															 
															 
															 
															