ჩოხატაურში, „ჰერას“ მობილური ჯგუფის მიერ, კიბოს სკრინინგის უფასო აქცია გაიმართა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის ეროვნული კამპანიის ფარგლებში
ცენტრის კონტრაქტორი ორგანიზაციის “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ორგანიზებით
25 ნოემბერს ჩოხატაურში ქალთა ჯანმრთელობის ცენტრის – “ჰერას” მობილურმა ჯგუფმა “მედალფას” ჩოხატაურის კლინიკასთან თანამშრომლობით სკრინინგ აქცია გამართა.
სამედიცინო აქცია მუნიციპალიტეტის მერიისა და ორგანიზაციის “ქალები ქალებისთვის” აქტიური მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის უფასო კვლევებით ასამდე ქალბატონმა ისარგებლა.
აქციის მონაწილეებს დაურიგდათ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული საინფორმაციო მასალა .

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული ანა თოდუა ქალებს სკრინინგისკენ მოუწოდებს

ნინო მაღრაძის ისტორია: ძუძუს კიბოს დამარცხების შემდეგ დაწყებული ახალი ცხოვრება

ექსპერტებმა საქართველოს კიბოს სკრინინგის პროგრამების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

დაბა აგარის პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა