ჩოხატაურში გამართული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში 500-მდე ბავშვი უფასოდ გაისინჯა

ა(ა)ი.პ “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის”, ა(ა)ი.პ “ქალები ქალებისთვის” ორგანიზებით და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით 5 ივლისს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია გაიმართა!
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსა და კლინიკა “კანის” ექიმებმა პროფესორ ივანე ჩხაიძის ხელმძღვანელობით საქველმოქმედო აქციის ფარგლებში “ჯანმრთელობის სახლი გურიაში” 500 მდე კონსულტაცია ჩაატარეს.
0-18 წლამდე პაციენტებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში უკვე მეორედ მიეცათ შესაძლებლობა მაღალი კვალიფიკაციის ექიმებისგან ადგილზე მიეღოთ უფასო კონსულტაციები. გასულ წელს მსგავსი ტიპის აქციაში 550 ზე მეტი კონსულტაცია ჩატარდა.

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული ანა თოდუა ქალებს სკრინინგისკენ მოუწოდებს

ნინო მაღრაძის ისტორია: ძუძუს კიბოს დამარცხების შემდეგ დაწყებული ახალი ცხოვრება

ექსპერტებმა საქართველოს კიბოს სკრინინგის პროგრამების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

დაბა აგარის პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა