პაციენტთა უფლებების დაცვის ქართული და ევროპული სტანდარტები

2023 წლის 17 ნოემბერს ა(ა)იპ „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციისა“ და ა(ა)იპ „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ თანამშრომლობით სამშობიარო სახლსა და პედიატრიულ საავადმყოფო “იმედის კლინიკაში: ჩატარდა სემინარი თემაზე: პაციენტთა უფლებების დაცვის ქართული და ევროპული სტანდარტები.

სემინარს ესწრებოდნენ კლინიკის სამედიცინო პერსონალი განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ინფორმირებული თანხმობა, როგორც პაციენტის ავტონომიურობის უფლების ელემენტი; ინფორმირებული თანხმობის შინაარსი და ელემენტები; ინფორმირებული თანხმობის მიღების წესი და წინაპირობა; ინფორმირებული თანხმობის არარსებობა და მისი შედეგები; ადამიანის უფლებათა ქართული და ევროპული სასამართლოს (ECHR) პრაქტიკა ინფორმირებული თანხმობის შესახებ.

სემინარზე ასევე განხილული იყო პაციენტთა საჩივრების კონკრეტული შემთხვევები და სასამართლო გადაწყვეტილებები. სემინარს უძღვებოდნენ ნინო ლიპარტია, სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი. მეგი საჯაია – საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის დირექტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ჯანდაცვის ომბუდსმენი.

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული ანა თოდუა ქალებს სკრინინგისკენ მოუწოდებს

ნინო მაღრაძის ისტორია: ძუძუს კიბოს დამარცხების შემდეგ დაწყებული ახალი ცხოვრება

ექსპერტებმა საქართველოს კიბოს სკრინინგის პროგრამების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

დაბა აგარის პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა