ლანჩხუთში კიბოს სკრინინგის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა და აქცია გაიმართა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა და ლანჩხუთის სკრინინგ ცენტრში სკრინინგ აქცია გაიმართა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უკვე ერთი წელია შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგული კვლევებით ადგილზე უფასოდ ისარგებლოს. ამასთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა ლანჩხუთის მერის პირველმა მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძემ.
საუბარი, ასევე, შეეხო სახელმწიფო სკრინინგის პროგრამას, სკრინინგის მოცვის მაჩვენებელს, სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის როლს წარმატებულ მკურნალობაში და აპვ ვაქცინაციის როლს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საქმეში.
საინფორმაციო შეხვედრას ონკოლოგი, პროფესორი რემა ღვამიჩავა, ,,საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ხელმძღვანელი მეგი საჯაია და პაციენტთა სათემო ორგანიზაციის „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ხელმძღვანელი თინა ბერუჩაშვილი უძღვებოდნენ.
შეხვედრაზე ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ირმა კეშელავამ საკუთარ რაიონში სკრინინგის მოცვის მაჩვენებელზე და დაგეგმილ აქტივობებზე გააკეთა აქცენტი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა და “გამარჯვებულ ქალთა კლუბის წევრმა ნატო მენაღარიშვილმა კი დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გააცნო, რომელმაც სწორედ სკრინინგის დახმარებით ერთი წლის წინ აღმოაჩინა და დაამარცხა სიმსივნე.

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული ანა თოდუა ქალებს სკრინინგისკენ მოუწოდებს

ნინო მაღრაძის ისტორია: ძუძუს კიბოს დამარცხების შემდეგ დაწყებული ახალი ცხოვრება

ექსპერტებმა საქართველოს კიბოს სკრინინგის პროგრამების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

დაბა აგარის პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა