გურჯაანში გამართული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში 402 უფასო სამედიცინო კონსულტაცია ჩატარდა

“საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ორგანიზებითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საქველმოქმედო სამედიცინო აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ მოსახლეობას 402 უფასო კონსულტაცია ჩაუტარდა.

აქციაში მონაწილეობდნენ იაშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო პერსონალი (ხელმძღვანელი: ივანე ჩხაიძე), დერმატოლოგი თამარ კარელიძე და ფრანგული კლინიკა “კახეთი იონის” კოლექტივი (დირექტორი: თამარ ცანკაშვილი).

ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულნი იყვნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, მათ შორის ვიცე-მერი თეიმურაზ ზავრაშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ხატია ზაკალაშვილი.

აქციის ფარგლებში, „გურჯაანის ნაყინის“ მფლობელმა, გურამ ბერიკაშვილმა, უზრუნველყო პაციენტების გამასპინძლება. ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივი ბავშვები და მათი მშობლები.

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული ანა თოდუა ქალებს სკრინინგისკენ მოუწოდებს

ნინო მაღრაძის ისტორია: ძუძუს კიბოს დამარცხების შემდეგ დაწყებული ახალი ცხოვრება

ექსპერტებმა საქართველოს კიბოს სკრინინგის პროგრამების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

დაბა აგარის პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა