სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
ქალაქ ახალციხეში ა(ა)იპ „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასა“ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფედერაციის თავმჯდომარემ ოთარ ჩოკოშვილმა და უნივერსიტეტის დირექტორმა მაკა ბერიძემ.
პარტნიორობის მთავარი მიზანია სტუდენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით ცნობიერების ამაღლება.
მემორანდუმის ფარგლებში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, დაგეგმილია აქტიური თანამშრომლობა შემდეგი მიმართულებებით:
საგანმანათლებლო აქტივობები – ერთობლივი ლექციების, ტრენინგებისა და კონფერენციების ორგანიზება;
პროფესიული განვითარება – საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია უზრუნველყოფს საჯარო ლექციებსა და ტრენინგებს სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პაციენტთან კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებას, სამედიცინო საქმიანობის სამართლებრივ ასპექტებსა და პაციენტთა უფლებების დაცვას. პროცესში ჩაერთვებიან პროფესიონალი იურისტები, კომუნიკაციის ექსპერტები და ფსიქოლოგები.
ერთობლივი ძალისხმევით მხარეები ხელს შეუწყობენ ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას.

