თბილისში ექიმებისთვის სამედიცინო ეთიკისა და კომუნიკაციის აკრედიტებული ტრენინგი ჩატარდა

ქ. თბილისში 12–13 დეკემბერს ა(ა)იპ „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით წარმატებით ჩატარდა 2-დღიანი აკრედიტებული ტრენინგი ექიმებისთვის:

„სამედიცინო ეთიკისა და პაციენტთა ძირითადი უფლებების ზოგადი ასპექტები,

პაციენტთან კომუნიკაციის სტანდარტები,

სტრესისა და ემოციების მართვა გართულებული კომუნიკაციის პირობებში“

(აკრედიტაცია №1090) 6 უპგ ქულა.

ტრენინგი მიზნად ისახავდა ექიმების პროფესიული უნარების გაძლიერებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა:

📍 სამედიცინო ეთიკა და სამართლებრივი პასუხისმგებლობა

📍პაციენტზე ორიენტირებული კომუნიკაცია

📍რთულ და ემოციურად დატვირთულ სიტუაციებში სტრესის მართვა

პროგრამას უძღვებოდნენ დარგის წამყვანი ექსპერტები მრავალწლიანი პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილებით:

• ნინო ლიპარტია – სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

• მეგი საჯაია – საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, კომუნიკაციის ექსპერტი

• თინათინ აიწურაძე – ფსიქოლოგი, სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი

პროგრამის ავტორები ყოველდღიურად მუშაობენ:

✔️ პაციენტთან კომუნიკაციის სტანდარტების დანერგვაზე

✔️ პაციენტთა და სამედიცინო პერსონალის კმაყოფილების კვლევაზე

✔️ სამედიცინო ეთიკის რეალურ გამოწვევებზე

✔️ სამართლებრივ რისკებსა და პასუხისმგებლობებზე

✔️ პაციენტებთან ეფექტიანი კომუნიკაციის ჩამოყალიბებასა და სტრესის დაძლევაზე

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სპეციალობის სერტიფიცირებულმა ექიმებმა, რომლებმაც დააგროვეს სავალდებულო ქულები და მიიღეს პრაქტიკულად გამოყენებადი ცოდნა ყოველდღიური სამედიცინო საქმიანობისთვის.

ა(ა)იპ “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია” მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს სწავლებაში აქტიური ჩართულობისთვის და განსაკუთრებული დამოკიდებულებისთვის საკუთარი პროფესიისა და პაციენტების მიმართ!

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

სათაური: კოლეჯ „ფანასკერტელში“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა

თბილისში ექიმებისთვის სამედიცინო ეთიკისა და კომუნიკაციის აკრედიტებული ტრენინგი ჩატარდა

გლდანის პროფესიულ კოლეჯში შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და დაჯილდოება გაიმართა

ანა თოდუა: სიკვდილთან ბრძოლაში სკრინინგის დახმარებით გავიმარჯვე და ახლა სიცოცხლით ვტკბები!

ძუძუს კიბოს დამარცხების ისტორია: ნინო ზარიძე-მაღრაძე სკრინინგის მნიშვნელობაზე