ანა თოდუა: სიკვდილთან ბრძოლაში სკრინინგის დახმარებითგავიმარჯვე და ახლა სიცოცხლით ვტკბები!
საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილება და დამარცხება HPV ვაქცინაციითა და სკრინინგით შესაძლებელია!
საშვილოსნოს ყელის კიბო დღემდე მსოფლიოში ქალთა ჯანმრთელობისერთ–ერთ უმთავრეს საფრთხედ რჩება. საქართველოშიც ის ერთ-ერთიყველაზე გავრცელებული სიმსივნეა. ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ ესვერაგი დაავადება ხშირად უსიმპტომოდ ვითარდება და მაშინ ვლინდება, როცაბრძოლა უკვე ძალიან რთულია.
საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ–ერთია იმ დაავადებათაგან, რომლისთავიდან აცილებაც სრულად შესაძლებელია. HPV-ის (ადამიანისპაპილომავირუსის) საწინააღმდეგო ვაქცინაცია და რეგულარული სკრინინგიმისი პრევენციის ყველაზე ეფექტური გზაა!
ადრეული დიაგნოსტიკა და სკრინინგი ნიშნავს სიცოცხლის შენარჩუნებას, რადგან მათი მეშვეობით შესაძლებელია დაავადების აღმოჩენა დამკურნალობა ადრეულ ეტაპზე.
ეს ანა თოდუას ისტორიაა – 47 წლის ქალი, სამი შვილის დედა და ზუგდიდისმუნიციპალიტეტის სოფელ კახათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისმასწავლებელი, რომელმაც საშვილოსნოს ყელის კიბო დაამარცხა!
„2018 წლის იანვრის ბოლოს, მეგობრის დაჟინებული თხოვნით, წავედისკრინინგის ჩასატარებლად,“ – გვიყვება ანა თოდუა. – „ჩემი მეგობარიზუგდიდში სკრინინგის პროგრამების კოორდინატორი იყო. პირველივეგამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ რაღაც რიგზე არ გახლდათ. დამატებითმაკვლევებმა კი აჩვენა, რომ მქონდა საშვილოსნოს ყელის მეორე სტადიისსიმსივნე.“
„დიაგნოზის წაკითხვა ადვილი არ იყო, – იხსენებს ანა, – თუმცა მაშინვეგავიაზრე, რომ ბრძოლა უნდა დამეწყო. არ მქონდა უფლებადავნებებულიყავი.“
ბრძოლა მეორე დღიდანვე დაიწყო. პარალელურად ანამ კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი მისია იკისრა – საუბარი იმაზე, რაზეც ბევრიჩუმად არის.
„Facebook-ზე ხშირად ვწერდი პოსტებს. ალბათ ქვეცნობიერად მეშინოდა დამინდოდა, ეს შიში გარეთ გამომეტანა. მინდოდა, ვყოფილიყავი მაგალითისხვა ქალებისთვის, რომლებიც ახლა გადიან ამ რთულ გზას.“
სწორედ ამ შემართებით შეხვდა ის მკურნალობის ყველაზე მძიმე ეტაპს –ქიმიოთერაპიას:
„პირველი ქიმიოთერაპიის შემდეგ პოსტი დავწერე, ასეთი შინაარსით: ‘სიყვარული არის ქიმია, მუცელში პეპლები დაფარფატებენ… და თუ ეს ასეა, მაშინ ქიმიას ვიღებ როგორც ახალი ცხოვრების სიყვარულს!” ეს ყველაფერიძალიან ემოციური იყო, თუმცა შემართებით ვიყავი – ვიბრძოდისიცოცხლისთვის!“
გავიდა შვიდი წელი. ანა რეგულარულად იტარებს კვლევებს და ამბობს, რომმისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა – აქვს მადლიერების საოცარიგრძნობა ყოველი გათენებული დღისთვის.
„ყოველ დილით, როცა ზღურბლს ვაბიჯებ, მადლობას ვუხდი უფალსა დასამყაროს იმისთვის, რაც ამ მომენტში მაქვს. არასდროს მავიწყდება, რომსიკვდილთან ბრძოლაში სკრინინგის დახმარებით გავიმარჯვე და ახლასიცოცხლით ვტკბები!“
საქართველოში სკრინინგის უფასო სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს 2008 წლიდან (თბილისში) და 2011 წლიდან – ქვეყნის მასშტაბით, თუმცამოსახლეობის ჩართულობა, განსაკუთრებით რეგიონებში, კვლავ დაბალია.
„ძალიან დაბალია სამედიცინო დაწესებულებებისადმი ნდობა რეგიონებში,– ამბობს ანა თოდუა. – თავიდან ბევრს ეგონა, რომ ზუგდიდში ჩატარებულისკრინინგი არ იქნებოდა სანდო, მაგრამ მე ყველას ვეუბნებოდი: ზუგდიდისსკრინინგ ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, მუშაობენგამოცდილი სპეციალისტები, ხოლო ნიმუშები იგზავნება თბილისში.
როგორც კი ჩემი დიაგნოზი გავიგე, მაშინვე დავიწყე საუბარი სკრინინგისაუცილებლობაზე. ჩემს სამსახურში ყველა ქალმა ჩაიტარა გამოკვლევა – ჩემი მაგალითით მათაც დაიწყეს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მაგრამეს იყო მხოლოდ ზღვაში წვეთი! საჭიროა სკრინინგის სარგებელზე დამნიშვნელობაზე განუწყვეტლივ ვისაუბროთ.“
ანა დღესაც აგრძელებს ბრძოლას – ოღონდ უკვე სხვა ქალებისსიცოცხლისთვის:
„სკრინინგი ყველაზე დიდი საჩუქარია ქალებისთვის. იზრუნო საკუთართავზე ნიშნავს იზრუნო იმ ადამიანებზე, ვინც შენს გვერდით ცხოვრობენ, რადგან შენ მათთვის ძალიან ძვირფასი ხარ. როცა ქალი ცოცხალია დაბედნიერია – მისი ოჯახიც ბედნიერია.“
ანა თოდუა მოუწოდებს ყველა ქალს, ვინც დაავადებას მოერია, რომ არგაჩუმდნენ და გახდნენ მაგალითი სხვებისთვის:
„ვისაუბროთ ამაზე ხმამაღლა! ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი და ერთადდავდგეთ სხვა ქალების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. მოვუწოდებ ყველაქალს: გიყვარდეთ საკუთარი თავი, იარეთ ექიმთან, ჩაიტარეთ სკრინინგი, იყავით ლაღები, ბედნიერები და მშვიდები! მით უმეტეს, 25-დან 60 წლამდეასაკის ქალებისთვის საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგული გამოკვლევასახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სრულიად უფასოა. არ შეუშინდეთგამოწვევებს – გამოწვევების დაძლევა შეიძლება, დაგვიანება კი შეიძლებაფატალური აღმოჩნდეს!“
სტატია მომზადებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილიპროექტის „კიბოს პრევენცია და ზრუნვის გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის“ მიერ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულცენტრთან (NCDC) და ა(ა)იპ „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასთან“ თანამშრომლობით.