ისტორია ქალზე, რომელმაც ძუძუს კიბო დაამარცხა!
ნინო ზარიძე–მაღრაძე: ნუ დაელოდებით დაავადების სიმპტომებს, დროულადმიმართეთ სკრინინგ ცენტრს და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე!
„როცა ქალი იგებს ამ მძიმე დიაგნოზს, იმ წუთებში არავის და არაფრისდანახვა არ სურს… თვალებზე ჩამოფარებული შავი “შლაპა” და შავი სამოსიჩემს განცდებს გამოხატავს, ფერადი ფონი კი გვახსენებს, რომ სამყარომაინც ლამაზი და მრავალფეროვანია. ვარდისფერი ლენტა — ეს ჩვენისიმბოლოა,“ — გვიყვება ნინო მაღრაძე–ზარიძე, 68 წლის ქალი, რომელმაცძუძუს კიბო ცხრა წლის წინ, სკრინინგის შედეგად დაამარცხა.
დიაგნოზის გაგების შემდეგ ის ბევრ ტკივილსა და განსაცდელს გაუმკლავდა, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა. სიცოცხლე თავიდან შეაფასა, დაიწყო ხატვადა ლექსების წერა. დღეს მისი ნამუშევრები გამოფენილია არა მხოლოდსაქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც – ავსტრიაში მისიპერსონალური გამოფენაც გაიმართა.
ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა. ესდაავადება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია, ხოლო მისიდროული გამოვლენა – გადარჩენის მთავარი წინაპირობაა.
ნინო მაღრაძე–ზარიძე პროფესიით პედაგოგია. ძუძუს კიბოს დიაგნოზი 2016 წელს ეროვნულ სკრინინგ ცენტრში დაუსვეს. ის საზოგადოებას საკუთარგამოცდილებაზე ესაუბრა.
ნინო მაღრაძე-ზარიძე: „უჩვეულო ტკივილი, დისკომფორტი ვიგრძენი ბეჭისარეში უკანა მხარეს, თავიდან ვიფიქრე, რომ გულზე მქონდა პრობლემა, მაგრამროცა ეს გამოირიცხა, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე სკრინინგცენტრში მივედი – წელიწადში ერთხელ ისედაც ვიკეთებდი გამოკვლევებს.
ექოსკოპია ზურაბ გიორგაძემ გამიკეთა და მაშინვე მამოლოგი ია მჭედლიშვილიჩაერთო. სკრინინგ ცენტრშივე გავიკეთე ბიოფსია. ძუძუს კიბოს პირველისტადიის დიაგნოზი დამისვეს. ძალიან მალე, ერთ თვეში ოპერაცია ჩამიტარდა. ძალიან მინდოდა დროულად მომეშორებინა სიმსივნე და მშვიდადამომესუნთქა.
სკრინინგის პროგრამა უდიდესი საქმეა, რაც საქართველოში გაკეთებულა – ის ნამდვილი საჩუქარია ქალებისთვის. აუცილებელია, ყველა ქალმაწელიწადში ერთხელ გაიაროს სკრინინგი, რათა დაავადება დროულადაღმოაჩინოს. 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისთვის სკრინინგი უფასოა. ნუდაელოდებით სიმპტომებს – დროულად მიმართეთ სკრინინგ ცენტრს დაიზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.“
ოპერაციის შემდეგ უკვე ცხრა წელი გავიდა.
„ცხოვრებას სულ სხვა თვალით შევხედე – მივხვდი, რამდენად ძვირფასიასიცოცხლე. ავიხდინე ბავშვობის ოცნება და ხატვა დავიწყე.
დღეს უკვე ვიცი, რომ შეუძლებელი არაფერია, თუკი საკუთარშესაძლებლობებს ირწმუნებ“ – ამბობს ნინო, რომელიც სიმსივნისდამარცხების შემდეგ მეგობრის რჩევით „გამარჯვებულ ქალთა კლუბში“გაწევრიანდა. კლუბში გაერთიანებული არიან ქალები, რომლებმაც მისმსგავსად ძუძუს კიბო დაამარცხეს.
ისინი ხვდებიან ფსიქოლოგებს, დადიან ცეკვაზე, თეატრში, ერთმანეთსამხნევებენ და მხარში უდგანან. „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ მოქმედებსრეგიონებშიც – ჩოხატაურში, ლანჩხუთში, ზუგდიდში, ყაზბეგში, გურჯაანსა დათელავში . კლუბი არის ადგილი, სადაც გამარჯვებული ქალები ერთადმუშაობენ სკრინინგის პოპულარიზაციაზე.
გარდა ამისა, ნინო ზარიძე–მაღრაძე უკვე ორი წელია არის ა(ა)იპ„საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ „ჯანმრთელი მომავლისელჩი“ და მონაწილეობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივიჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) საინფორმაციო შეხვედრებში, რომლებიც ტარდება კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის ეროვნულიკამპანიის ფარგლებში.
„უნდა შევძლოთ და სიცოცხლე დავაფასოთ – ის მშვენიერია! გავიფერადოთცხოვრება. მე ჩემი გზა ვიპოვე – ვხატავ, ვწერ ლექსებს, ვმოგზაურობ. ამდაავადებამ ჩემი გარდასახვა განაპირობა და მომცა ძალა, ამესრულებინაყველა ნატვრა. სიკვდილს ჩავხედე თვალებში და გადავწყვიტე, რომ სანამამ ქვეყნად ვარ, უნდა ვიცხოვრო სრულად. 63 წლის ვიყავი, როცა ხატვისკურსებზე ჩავეწერე და მოკლე დროში გავიარე. ქალმა საკუთარი თავისრეალიზება უნდა შეძლოს და აქტიური ცხოვრებით უნდა იცხოვროს.“ – ამბობს ნინო.
„გამარჯვებულ ქალთა კლუბისთვის“ ნინომ შექმნა ნახატი „ვარდისფერიოქტომბერი“, რომელიც ყოველ შეხვედრაზე კლუბის წევრებს თან მიაქვთ –ქალთა გაერთიანებისა და იმედის სიმბოლოდ.
საქართველოში სახელმწიფო სკრინინგის პროგრამა 2008 წლიდან მოქმედებს – ჯერ თბილისში, ხოლო 2011 წლიდან – მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიუხედავადამისა, მოსახლეობის ჩართულობა ჯერ კიდევ დაბალია, რაც ცნობიერებისამაღლებასა და განათლებას საჭიროებს.
„ვარდისფერი ოქტომბერი“ მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას, ადრეული დიაგნოსტიკის პოპულარიზაციასა და იმ ქალების მხარდაჭერას, ვინც დღეს გამოჯანმრთელებისთვის იბრძვის.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გავაცნობიეროთ — სიცოცხლისგადარჩენა იწყება ერთი მცირე ნაბიჯით: დროული სკრინინგით. ადრეულიდიაგნოსტიკა — კიბოს დამარცხების საუკეთესო საშუალებაა!
სტატია მომზადებულია “ჩეხეთის განვითარების სააგენტოს” მიერმხარდაჭერილი პროექტის „კიბოს პრევენცია და ზრუნვის გაუმჯობესებასაქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „ჩეხეთის რესპუბლიკისკარიტასის“ მიერ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივიჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) და ა(ა)იპ „საქართველოსჯანმრთელობის ფედერაციასთან“ თანამშრომლობით.