პროექტი “უსაფრთხო სოფელი” გრძელდება – გურჯაანის და საგარეჯოს დაწესებულებებს ხსნარები გადაეცათ

პროექტი “უსაფრთხო სოფელი” წარმატებით გრძელდება!
პირველ ეტაპზე პროექტის ფარგლებში სრულად მოხდა გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში მუშა ობიექტების დეზინფექცია და მათთვის ხსნარების საჩუქრად გადაცემა!
მეორე ეტაპზე გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტს საქართველოს საინჟინრო აკადემიის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცეცხლაძემ 200 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი “უსაფრთხო სოფლის” ინიციატივის ფარგლებში დამატებით გადასცა!
მეორე ეტაპზე დაიწყო გურჯაანის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისათვის “ანოლითი ანკ სუპერის” მიწოდების პროცესი!
დღევანდელ აქციაში რიგით მოხალისეებად ჩაერთვნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის წარმომადგებლები გია სოლომნიშვილი და გაბრიელ ბოკუჩავა, სოფელ ვაზისუბანსა და შაშიანში
დანარჩენ სოფლებში პროექტ “უსაფრთხო სოფლის” ფარგლებში მერის წარმომადგენლების მიერ სადეზინფექციო ხსნარები მომდევნო დღეებში ეტაპობრივად დარიგდება!
კახეთი კვლავ მწვანე ზონად რჩება

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

ექსპერტებმა საქართველოს კიბოს სკრინინგის პროგრამების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

დაბა აგარის პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

ხაშურში, კოლეჯში „ქართლი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

გორის პროფესიულ კოლეჯში „განთიადი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის თემაზე საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა

კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი წიგნის – „მოთხრობები სკრინინგზე“ – პრეზენტაცია გაიმართა