დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში სისხლის დონორის მსოფლიო დღე აღინიშნა

14 ივნისს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სიმბოლური ღონისძიება გაიმართა!
სისხლის უანგარო დონაციის თემატიკაზე კედელი მოხატა მხატვარმა გაგოშა – გიორგი გაგოშიძემ!
ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის მნიშვნელობას და ამ საქმეში საზოგადოების თითოეული წევრის აქტიურ ჩართულობას!
გაიმართა სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღისათვის გამოცხადებული ფერწერული და გრაფიკული კონკურსის გამარჯვებული მონაწილეების ნამუშევრების გამოვლენა!
“გაიღე სისხლი – შეუნარჩუნე გულისცემა სამყაროს” – სლოგანის მიხედვით შესრულებული კრეატიული პოსტერებისა და ნახატების კონკურსის გამარჯვებული მონაწილეები
ლიკა ბალაშვილი
საბა ჩიღოშვილი
სოფიკო მაჩალაძე
სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა
კარფურმა
სოკარმა
სტომატოლოგიურმა კლინიკა “ჰებემ”
ამავდროულად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ კონკურსში მონაწილე თითოეულ
ახალგაზრდა ავტორს და კომპანიას გადაეცათ მადლობის სიგელები!
ცენტრისა და კარფურის რჩეულის სტატუსი ნიკოლოზ ჯულაყიძის შესრულებულმა გრაფიკულმა ნამუშევარმა დაიმსახურა! სტომატოლოგიური კლინიკა “ჰებე” რჩეული კი თამარ წულაიას ფერწერული ტილო გახდა!
ღონისძიება ჩატარდა „უსაფრთხო სიხლის“ სახელმწიფო პროგრამის „სისხლის უანგარო დონორობის პოპულარიზაციის კომპონენტის ფარგლებში “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციისა” და “საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდთან” თანამშრომლობით!

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

ექსპერტებმა საქართველოს კიბოს სკრინინგის პროგრამების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

დაბა აგარის პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

ხაშურში, კოლეჯში „ქართლი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

გორის პროფესიულ კოლეჯში „განთიადი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის თემაზე საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა

კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი წიგნის – „მოთხრობები სკრინინგზე“ – პრეზენტაცია გაიმართა