ქუთაისში, ა. წერეთლის უნივერსიტეტში სისხლის უანგარო დონაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

29 ნოემბერს ქ.ქუთაისში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის „სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის ფარგლებში“ პარტნიორი ორგანიზაციის „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

დამსწრე აუდიტორიას ეროვნული კამპანიის მიზნებზე, კამპანიის განმავლობაში დაგეგმილ აქტივობებზე და სისხლის უანგარო დონაციის მნიშვნელობაზე “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” დირექტორი მეგი საჯაია ესაუბრა.

აღნიშნულ კამპანიაში სტუდენტების ჩართულობის უმნიშვნელოვანეს როლზე აქცენტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა ლადო გაბეჩავამ გააკეთა.

სტუდენტებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ეროვნული კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ სისხლის უანგარო დონაციის ბარიერების კვლევაში.

სისხლის უანგარო დონაციის ეროვნული კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები და დონაციის აქციები აქტიურად მიმდინარეობს თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში, რაც მოსახლეობაში უანგარო დონაციის პოპულარიზაციას ემსახურება.

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

ექსპერტებმა საქართველოს კიბოს სკრინინგის პროგრამების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

დაბა აგარის პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

ხაშურში, კოლეჯში „ქართლი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

გორის პროფესიულ კოლეჯში „განთიადი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის თემაზე საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა

კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი წიგნის – „მოთხრობები სკრინინგზე“ – პრეზენტაცია გაიმართა