ხაშურში, კოლეჯში „ქართლი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

23 სექტემბერს ხაშურში კოლეჯ ,,ქართლში” ჩატარდა სემინარი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორის -„საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით, აივ ინფექცია/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საკომუნიკაციო-საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში.

საგანმანათლებლო კამპანიის მიზნებისა და ამოცანების შესახებ დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა ,,საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” დირექტორი, კამპანიის კომუნიკაციის ექსპერტი – მეგი საჯაია:

“კამპანიის მიზანია აივ/შიდსის და ტუბერკულოზის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ცოდნის გაუმჯობესება, ნეგატიური და მცდარი შეხედულებების შეცვლა, გამოკვლევაზე დროული მიმართვიანობის მოტივაციის გაზრდა და დამოკიდებულებისა და სტიგმის პოზიტიური ცვლილება”.

სემინარს უძღვებოდა თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმი-ეპიდემიოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი – მაია ცინცაძე, რომელმაც კოლეჯის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, სტუდენტებსა და პედაგოგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის გავრცელების, პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თაობაზე.

კამპანია მიმდინარეობს აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით.

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და დაჯილდოება გაიმართა

ანა თოდუა: სიკვდილთან ბრძოლაში სკრინინგის დახმარებით გავიმარჯვე და ახლა სიცოცხლით ვტკბები!

ძუძუს კიბოს დამარცხების ისტორია: ნინო ზარიძე-მაღრაძე სკრინინგის მნიშვნელობაზე

მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული ანა თოდუა ქალებს სკრინინგისკენ მოუწოდებს