გორის პროფესიულ კოლეჯში „განთიადი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

გორის პროფესიულ კოლეჯში “განთიადი” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორის – „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით, აივ ინფექცია/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საკომუნიკაციო/საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში აკადემიის სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის სემინარი ჩატარდა.

სემინარს უძღვებოდა თ.ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმი-ეპიდემიოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი მაია ცინცაძე, რომელმაც სტუდენტებსა და პედაგოგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აივ/შიდსისა და ტუბერკულზის გავრცელების, პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თაობაზე.

საგანმანათლებლო კამპანიის მიზნებისა და ამოცანების შესახებ დამსწრე საზოგადოებას “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” დირექტორი, კამპანიის კომუნიკაციის ექსპერტი მეგი საჯაია ესაუბრა.

კამპანიის მიზანია აივ/შიდსის და ტუბერკულოზის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ცოდნის გაუმჯობესება, ნეგატიური და მცდარი შეხედულებების შეცვლა, გამოკვლევაზე მიმართვიანობის მოტივაციის გაზრდა და დამოკიდებულებისა და სტიგმის პოზიტიური ცვლილება.

კამპანია მიმდინარეობს აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით.

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

„ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდსა“ და „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

კოლეჯ „ოპიზარსა“ და „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასა“ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

კაჭრეთის კოლეჯ „აისში“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა

სათაური: კოლეჯ „ფანასკერტელში“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა