ქუთაისში რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი გაიმართა

შიდსისა და ტუბერკულოზის საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში ქ. ქუთაისში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციის “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ორგანიზებით, რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა აღნიშნულ დაავადებებთან დაკავშირებული სტიგმის შემცირებას, მედიის ინფორმირებულობის ამაღლებასა და დამსწრე საზოგადოებისთვის სანდო, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდებას.

სემინარზე განხილული გახლდათ ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა

შიდსისა და ტუბერკულოზის ეპიდემიოლოგიური სტატისტიკა საქართველოში, არსებული გამოწვევები, პრევენციის გზები და მედიის როლი დაავადებებთან დაკავშირებულ სტიგმასთან ბრძოლაში.

პროექტი ხორცილდება აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ფონდის მხარდაჭერით.

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და დაჯილდოება გაიმართა

ანა თოდუა: სიკვდილთან ბრძოლაში სკრინინგის დახმარებით გავიმარჯვე და ახლა სიცოცხლით ვტკბები!

ძუძუს კიბოს დამარცხების ისტორია: ნინო ზარიძე-მაღრაძე სკრინინგის მნიშვნელობაზე

მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული ანა თოდუა ქალებს სკრინინგისკენ მოუწოდებს