საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასა და კლინიკა „ჰეპას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასა და ჰეპატოლოგიური კლინიკა ჰეპას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს:

პაციენტებისა და კლინიკის პერსონალის კმაყოფილების მუდმივი კვლევა.

მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა საინფორმაციო კამპანიებით და სამედიცინო აქციების გზით.

მემორანდუმის ფარგლებში შპს „ჰეპატოლოგიური კლინიკა ჰეპა“ მონაწილებას მიიღებს ა(ა) იპ „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ მიერ სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საქართველოს მასშტაბით ორგანიზებულ საქველმოქმედო აქციებში.

ამასთან, „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია“ უზრუნველყოფს „ჰეპატოლოგიური კლინიკა ჰეპას“ პაციენტთა და თანამშრომელთა კვლევების ჩატარებას. კვლევის შედეგები პერიოდულად წარეგინება კლინიკის მენეჯმენტს, მომსახურეობის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების მიზნით.

„საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია“, „ჰეპატოლოგიური კლინიკა ჰეპას“ თანამშრომლებისთვის პერიოდულად უზრუნველყოფს საჯარო ლექციებისა და ტრენინგების ორგანიზებას, პროფესიონალ იურისტთა, კომუნიკაციის ექსპერტთა და ფსიქოლოგთა ჩართულობით, რაც ხელს შეუწყობს პაციენტებთან კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებას, სამედიცინო საქმიანობის სამართლებრივი ასპექტებისა თუ პაციენტთა უფლებების დაცვაზე ზრუნვას.

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

ზურა მხეიძე: „პაციენტს შეიძლება ექიმის სიტყვები დაავიწყდეს, მაგრამ არასოდეს ავიწყდება ემოცია, რომელიც მასთან ურთიერთობის შემდეგ დარჩა“

რეზო სულუხიას თეთრი ხალათი, როგორც პაციენტისადმი უპირობო სიყვარულის და პასუხისმგებლობის სიმბოლო!

„ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდსა“ და „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

კოლეჯ „ოპიზარსა“ და „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასა“ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

კაჭრეთის კოლეჯ „აისში“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა