ახალციხის პროფესიულ კოლეჯში „ოპიზარი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის თემაზე საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა

ახალციხეში, საჯარო პროფესიულ კოლეჯში “ოპიზარი” სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის აივ ინფექცია/შიდსისა და ტუბერკულოზის თემაზე საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა.

სემინარი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორი ორგანიზაციის – „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით ჩატარდა, მიმდინარე საკომუნიკაციო-საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

სემინარს უძღვებოდა თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმი-ეპიდემიოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი მაია ცინცაძე. მან დამსწრე აუდიტორიას დეტალური ინფორმაცია გააცნო აივ ინფექცია/შიდსისა და ტუბერკულოზის გავრცელების გზებზე, პრევენციაზე, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებზე.

კამპანიის მიზნებსა და ამოცანებზე სემინარის მონაწილეებს ესაუბრა „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ დირექტორი და კამპანიის კომუნიკაციის ექსპერტი მეგი საჯაია. მის მიერ წარმოდგენილი იყო ძირითადი მოლოდინები კამპანიიდან, რაც მოიცავს ცნობიერების ამაღლებას, ცოდნის გაღრმავებას, სტიგმის შემცირებას, მოტივაციის გაზრდას ტესტირებისა და მკურნალობის მიმართ, ასევე გავრცელებული მცდარი შეხედულებების შეცვლას.

სემინარის მიზანი ახალგაზრდების ინფორმირებისა და ჩართულობის ხელშეწყობა იყო, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობას.

ღონისძიების მონაწილეებს გადაეცათ სპეციალურად კამპანიისთვის მომზადებული საინფორმაციო მასალები, ხოლო სემინარის დასასრულს ნაჩვენები იქნა შესაბამისი თემატიკის ვიდეორგოლები.

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და დაჯილდოება გაიმართა

ანა თოდუა: სიკვდილთან ბრძოლაში სკრინინგის დახმარებით გავიმარჯვე და ახლა სიცოცხლით ვტკბები!

ძუძუს კიბოს დამარცხების ისტორია: ნინო ზარიძე-მაღრაძე სკრინინგის მნიშვნელობაზე

მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული ანა თოდუა ქალებს სკრინინგისკენ მოუწოდებს