თბილისის პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაში სისხლის უანგარო დონაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

2023 წლის 19 დეკემბერს სსიპ თბილისის პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ” სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის ფარგლებში” მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს სისხლის უანგარო დონაციის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ქალბატონი მაია ბეროძე ესაუბრა.
კამპანიის მიზნებისა და ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ კი მოსწავლეებს ინფორმაცია მეგი საჯაიამ მიაწოდა.
მოსწავლეებს დაურიდათ საინფორმაციო სახის ბუკლეტები.
შეხვედრა პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის დირექციისა და სკოლაში არსებული სამოქალაქო საზოგადოების კლუბის FIRST CIVIL CLUB ინიციატივით გაიმართა.

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული ანა თოდუა ქალებს სკრინინგისკენ მოუწოდებს

ნინო მაღრაძის ისტორია: ძუძუს კიბოს დამარცხების შემდეგ დაწყებული ახალი ცხოვრება

ექსპერტებმა საქართველოს კიბოს სკრინინგის პროგრამების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

დაბა აგარის პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა