ზუგდიდში კიბოს სკრინინგის კამპანიის ფარგლებში კონცერტი „სიცოცხლის ზეიმი“ გაიმართა

ზუგდიდში კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ფარგლებში სახელოვნებლო სკოლების გაერთიანებაში კლასიკური მუსიკის კონცერტი – „სიცოცხლის ზეიმი“ გაიმართა, რომელშიც სახელოვნებო სკოლების გაერთიანების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიება წარმატებულ მკურნალობაში სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის, რეგულარული გამოკვლევებისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობას მიეძღვნა.

ღონისძიებას ესწრებოდა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ეკატერინე მესხრიკაძე, რომლის ფინანსური დახმარებითაც მოხდა ზუგდიდში სკრინინგ ცენტრის დაფუძნება.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პაციენტთა სათემო ორგანიზაციის “გამარჯვებულ ქალთა კლუბის” წევრები, რომელთაც სწორედ სკრინინგ პროგრამების დახმარებით ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს და დაამარცხეს დაავადება.

კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანია სექტემბერში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება. კამპანიის ფარგლებში იმართება საინფორმაციო შეხვედრები, სკრინინგ აქციები და კრეატიული ღონისძიებები თბილისში, ქუთაისში, სამცხე ჯავახეთში, კახეთში, შიდა ქართლში, გურიასა და სამეგრელოში.

15 ნოემბერს ზუგდიდში ერთობლივი საინფომაციო შეხვედრა და სკრინინგ აქცია გაიმართა. მსგავსი აქტივობები ჩატარდა ოქტომბრის თვეში მარტვილსა და წალენჯიხაში.

სამეგრელოში ეროვნული კამპანია დასკვნითმა ღონისძიებამ – კლასიკური მუსიკის კონცერტმა დაასრულა.

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული ანა თოდუა ქალებს სკრინინგისკენ მოუწოდებს

ნინო მაღრაძის ისტორია: ძუძუს კიბოს დამარცხების შემდეგ დაწყებული ახალი ცხოვრება

ექსპერტებმა საქართველოს კიბოს სკრინინგის პროგრამების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

დაბა აგარის პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა