გურჯაანში კორონავირუსის პრევენციისთვის პროექტი „უსაფრთხო სოფელი“ ხორციელდება

გურჯაანში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჟურნალისტის მეგი საჯაიას ინიციატივით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, პროექტი ,,უსაფრთხო სოფელი,, ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში დეზინფექცია ჩაუტარდა გურჯაანის აგრარულ ბაზარს, იქ მდებარე სავაჭრო ობიექტებს, სოფელ ვაზისუბანში მდებარე სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს, ფულის ჩასარიცხ აპარატებს და სხვა.
აქციაში მონაწილეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, მერიის თანამშრომლებმა, ჟურნალისტმა მეგი საჯაიამ და მოხალისეებმა მიიღეს.
სადეზინფექციო სამუშაოები თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი- ეპიდემიოლოგის ოთარ ჩოკოშვილის რეკომენდაციებით და მითითებებით განხორციელდა. ასევე, საჭირო რეკომენდაციები მიეცათ სავაჭრო ობიექტების მეპატრონეებსაც.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას, უსაფრთხო სადეზინფექციო ხსნარები საქართველოს საინჟინრო აკადემიის “სამედიცინო-ტექნიკური ცენტრის” ხელმძღვანელმა თენგიზ ცეცხლაძემ გადასცა.
პროექტის ,,უსაფრთხო სოფლის,, ინიციატორების ინფორმაციით აქცია მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაგრძელდება და სადეზინფექციო ხსნარებით შეიწამლება და დამუშავდება სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ჩარიცხვის აპარატები და ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის შემცველი ობიექტები. პროექტში ჩაერთვნენ ასევე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მოხალისეები.

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული ანა თოდუა ქალებს სკრინინგისკენ მოუწოდებს

ნინო მაღრაძის ისტორია: ძუძუს კიბოს დამარცხების შემდეგ დაწყებული ახალი ცხოვრება

ექსპერტებმა საქართველოს კიბოს სკრინინგის პროგრამების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

დაბა აგარის პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა