დარეგისტრირდი სისხლის უანგარო დონორად

სისხლის თუნდაც ერთხელ გაღებით, შენ სამი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენ!

ახლა, როდესაც შენ ამ ტექსტს კითხულობ, შესაძლოა სადმე ადამიანი კვდება იმის გამო, რომ შენი ჯგუფის სისხლი არა აქვთ!

ვინ შეიძლება გახდეს სისხლის უანგარო დონორი?

სისხლის უანგარო დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18-დან 65 წლამდე თუ: თქვენი წონა 50 კგ და მეტია, არ გაქვთ გადატანილი ჰეპატიტი B ან C, სიფილისი, არ ხართ დაავადებული აივ ინფექციით, სიფილისით, მალარიით. არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი.

რამდენი სიცოცხლე შეუძლია გადაარჩინოს ერთმა სისხლის დონორმა?

სისხლის თუნდაც ერთხელ გაღებით, შენ სამი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენ! სისხლის პროდუქტებზე დროული ხელმისაწვდომობის არქონა შესაძლებელია ფატალურად დასრულდეს! სამწუხაროდ, სისხლის და სისხლის პროდუქტების შემცვლელი ხელოვნური ხსნარები არ არსებობს. სისხლის პროდუქტების მიღების ერთადერთი გზა, სისხლის ჩაბარებაა! ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დასჭირდეს სისხლი, სიცოცხლის შესანარჩუნებლად! სისხლის საჭიროება განსაკუთრებით მაღალია ავტოკატასტროფების, დამწვრობების, გულის ოპერაციების, გართულებული მშობიარობის ან მშობიარობის შემდგომი გართულებების, ანემიების, სიმსივნეების დროს!

წელიწადში რამდენჯერ შეგვიძლია სისხლის ჩაბარება?

ყველა ჯანმრთელ, ზრდასრულ ადამიანს წელიწადში 5-6 ჯერ შეუძლია საკუთარი ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოდ სისხლის ჩაბარება! საქართველოს მოსახლეობის 40-50 %-ს შეუძლია იყოს სისხლის უანგარო დონორი!

უსაფრთხოა თუ არა სისხლის გაღება თავად დონორის ორგანიზმისთვის?

სისხლის დონაცია იოლი, აბსოლუტურად უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცესია და დაახლოებით 10 წუთი გრძელდება! სისხლის გაღების შემდეგ აქტიურდება სისხლმბადი ორგანოები და ძვლის ტვინი გამოიმუშავებს ახალ სისხლს, ორგანიზმში წარმოიქმნება ახალი სასიცოცხლო ძალა! დონორის სისხლის გამოკვლევა ხდება შემდეგ ინფექციებზე: სიფილისზე, ჰეპატიტებსა და შიდსის ვირუსზე! სისხლის დონაციისას იხმარება მხოლოდ ერთჯერადი მასალა!

Please enable JavaScript in your browser to complete this form.
სახელი გვარი
დაბადების თარიღი

დონორობის მსურველთა პერსონალური ინფორმაცია

დონორობის მსურველთა პერსონალური ინფორმაციის გამოყენება მოხდება მხოლოდ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად!

რას ეტყოდით მათ, ვინც წლების განმავლობაში სისხლის უანგარო დონორია და უკვე ათეულობით ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე?