ჩვენ შესახებ

საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის შესახებ

ა(ა)იპ “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” სლოგანია: უსაფრთხო გარემო – ჯანმრთელი მომავალი!

ჩვენი გუნდი საინფორმაციო კამპანიებით, სამედიცინო მედიაციის პრაქტიკის დანერგვითა და პერმანენტული აქტივობებით ხელს უწყობს ქვეყანაში სამართლიანი, უსაფრთხო და განვითარებადი სამედიცინო გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც ექიმებისა და პაციენტების ინტერესები თანაბრად იქნება დაცული.

ვზრუნავთ მოსახლების ცნობიერების ამაღლებაზე, დაავადებების პრევენციასა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე.

“საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” – სამედიცინო მედიაციის ცენტრი უზრუნველყოფს ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის სამართლებრივად რეგულირებულ გარემოში მოქცევას და კონფლიქტების გადაჭრას კლინიკებში პაციენტთა და ექიმთა კმაყოფილების მუდმივი მონიტორინგს (კმაყოფილების კვლევები, ცხელი ხაზი), უკუკავშირის სისტემების დანერგვის გზით და სამედიცინო სამართლის სპეციალისტთა კონსულტაციების გზით.

საჯარო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით

ა(ა)იპ საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრისა და ასევე კერძო კლინიკების დაკვეთით აწარმოებს ქვეყნის მასშტაბით და კლინიკების ბაზაზე აწარმოებს კვლევებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს. ჩვენი გუნდი ზრუნავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე, მათ ჯანმრთელობაზე და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

ცნობიერების ამაღლების კამპანიები და ჯანმრთელობის ხელშეწყობა:

ეროვნული მასშტაბით საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიები ტარდება კიბოს სკრინინგის, აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და სისხლის უანგარო დონორობის თემებზე.

სამეცნიერო და სამართლებრივი საქმიანობა

საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია მრჩეველთა საბჭოს წევრებთან და სამედიცინო დავების ცენტრთან ერთად ორგანიზებას უწევს პროფესიულ სემინარებსა და ტრენინგებს (პაციენტთა უფლებების, ექიმის საქმიანობის სამართლებრივი ასპექტები, პაციენტებთან კომუნიკაციის სტანდარტები, მედპერსონალისთვის სტრესის მართვის ტექნიკები და ა.შ.) და სამედიცინო სამართლის ყოველწლიურ კონგრესს.

 ფედერაციის წევრები არიან აქტიური მეცნიერები, რომლებიც მონაწილეობენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო კვლევებში და კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში.

მონაწილეობა სახელმწიფო პროცესებში

საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის დამფუძნებლები 2022 წლიდან მონაწილეობას იღებენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში.

“საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციამ” აქტიური მონაწილება მიიღო ევროკავშირის
დაძმობილების პროექტის „სისხლის უსაფრთხოების სისტემების გაძლიერება
საქართველოში“ გუნდთან ერთად სისხლის ახალი სისტემის ჩამოყალიბებისათვის
აუცილებელი დოკუმენტის “საქართველოს სისხლის უანგარო დონაციის
საკომუნიკაციო სტრატეგიის 2022-2027“ შედგენაში.

ჩვენთვის უპირატესობას წარმოადგენს დაავადებათა პრევენციაზე ზრუნვა, უსაფრთხო გარემოს პროპაგანდა, რომელიც ჩვენი შვილების ჯანმრთელი მომავლის გარანტია გახდება