მცხეთაში, ქალთა კვირეულის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

ა(ა)იპ საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ინიციატივითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში”ქალთა კვირეულის ფარგლებში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.

წამყვანი კლინიკების პროფესიონალმა და მაღალკვალიფიციურმა ექიმებმა, ქალბატონებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები და ექოსკოპიური გამოკვლევები ჩაუტარეს. აქციის მიმდინარეობის პროცესს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, მერიის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.

სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზანს წარმოადგენდა ქალებისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა, დაავადების დროული დიაგნოსტიკა და პრევენციული ღონისძიებების დასახვა.

აქციაში მონაწილეობა მიიღო 80 ქალბატონმა, რომელთაგან უმრავლესობამ თითქმის ყველა სახის კვლევით და კონსულტაციით ისარგებლა!

სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა კლინიკებმა:

სამშობიარო სახლი და პედიატრიული საავადმყოფო “იმედის კლინიკა”;

გინეკოლოგი

ჯოენის სამედიცინო ცენტრი; კარდიოლოგები,

რადიოლოგი

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი; მამოლოგი,

რადიოლოგი

კლინიკა “ენმედიცი” ენდოკრინოლოგები,

ნევროლოგი,

დერმატოლოგი,

რადიოლოგი

კლინიკა “ინოვა”

ოფთალმოლოგი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის აქციაში მონაწილე თითოეულ ექიმს, მცხეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, ა(ა)იპ “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას”, რომელთა ინიციატივით და უშუალო ჩართულობით განხორციელდა აღნიშნული საქველმოქმედო ღონისძიება მცხეთაში.

მოქალაქეების მხრიდან უფასო სამედიცინო კვლევები დადებითად შეფასდა!

აქცია არ იქნება ერთჯერადი და მომავალშიც გაგრძელდება “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციაში” შემავალ კლინიკებთან თანამშრომლობით

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი – Institute of Clinical Oncology

Jo Ann Medical Center/ ჯო ენის სამედიცინო ცენტრი

იმედის კლინიკა / ImediClinic

Enmedic Clinic • კლინიკა ენმედიცი

Innova • ინოვა

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს უსაყვარლეს, საკუთარ ხალხსა და პროფესიაზე შეყვარებულ ექიმებს თანადგომისთვის

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

ექსპერტებმა საქართველოს კიბოს სკრინინგის პროგრამების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

დაბა აგარის პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

ხაშურში, კოლეჯში „ქართლი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

გორის პროფესიულ კოლეჯში „განთიადი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის თემაზე საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა

კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი წიგნის – „მოთხრობები სკრინინგზე“ – პრეზენტაცია გაიმართა