13 დეკემბერს, რუსთავის მერიის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

13 დეკემბერს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის „სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის ფარგლებში“ პარტნიორი ორგანიზაციის „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით რუსთავის მერიის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს სისხლის უანგარო დონაციის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ჰემატოლოგ-ტრანფუზიოლოგი მაია ბეროძე ესაუბრა. კამპანიის მიზნებისა და ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია დამსწრე აუდიტორიას “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” დირექტორმა მეგი საჯაიამ მიაწოდა.

საინფორმაციო შეხვედრები და სისხლის უნაგარო დონაციის აქციები მსხვილ დამსაქმებლებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, მედია ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან და სტუდენტურ თვითმმართველობებთან ეროვნული კამპანიის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს.

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

ანა თოდუა: სიკვდილთან ბრძოლაში სკრინინგის დახმარებით გავიმარჯვე და ახლა სიცოცხლით ვტკბები!

ძუძუს კიბოს დამარცხების ისტორია: ნინო ზარიძე-მაღრაძე სკრინინგის მნიშვნელობაზე

მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული ანა თოდუა ქალებს სკრინინგისკენ მოუწოდებს

ნინო მაღრაძის ისტორია: ძუძუს კიბოს დამარცხების შემდეგ დაწყებული ახალი ცხოვრება