ძუძუს კიბოს დამარცხების ისტორია: ნინო ზარიძე-მაღრაძე სკრინინგის მნიშვნელობაზე

ისტორია ქალზერომელმაც ძუძუს კიბო დაამარცხა!

ნინო ზარიძემაღრაძე: ნუ დაელოდებით დაავადების სიმპტომებს, დროულადმიმართეთ სკრინინგ ცენტრს და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე!

როცა ქალი იგებს ამ მძიმე დიაგნოზსიმ წუთებში არავის და არაფრისდანახვა არ სურს… თვალებზე ჩამოფარებული შავი შლაპა და შავი სამოსიჩემს განცდებს გამოხატავსფერადი ფონი კი გვახსენებსრომ სამყარომაინც ლამაზი და მრავალფეროვანიავარდისფერი ლენტა — ეს ჩვენისიმბოლოა,“ — გვიყვება ნინო მაღრაძეზარიძე, 68 წლის ქალი, რომელმაცძუძუს კიბო ცხრა წლის წინ, სკრინინგის შედეგად დაამარცხა.

დიაგნოზის გაგების შემდეგ ის ბევრ ტკივილსა და განსაცდელს გაუმკლავდარამაც კიდევ უფრო გააძლიერასიცოცხლე თავიდან შეაფასადაიწყო ხატვადა ლექსების წერა. დღეს მისი ნამუშევრები გამოფენილია არა მხოლოდსაქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც – ავსტრიაში მისიპერსონალური გამოფენაც გაიმართა.

ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა. ესდაავადება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია, ხოლო მისიდროული გამოვლენა  გადარჩენის მთავარი წინაპირობაა.

ნინო მაღრაძეზარიძე პროფესიით პედაგოგიაძუძუს კიბოს დიაგნოზი 2016 წელს ეროვნულ სკრინინგ ცენტრში დაუსვეს. ის საზოგადოებას საკუთარგამოცდილებაზე ესაუბრა.

ნინო მაღრაძე-ზარიძე: „უჩვეულო ტკივილი, დისკომფორტი ვიგრძენი ბეჭისარეში უკანა მხარეს, თავიდან ვიფიქრე, რომ გულზე მქონდა პრობლემა, მაგრამროცა ეს გამოირიცხა, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე სკრინინგცენტრში მივედი  წელიწადში ერთხელ ისედაც ვიკეთებდი გამოკვლევებს.
ექოსკოპია ზურაბ გიორგაძემ გამიკეთა და მაშინვე მამოლოგი ია მჭედლიშვილიჩაერთო. სკრინინგ ცენტრშივე გავიკეთე ბიოფსია. ძუძუს კიბოს პირველისტადიის დიაგნოზი დამისვეს. ძალიან მალე, ერთ თვეში ოპერაცია ჩამიტარდა. ძალიან მინდოდა დროულად მომეშორებინა სიმსივნე და მშვიდადამომესუნთქა.

სკრინინგის პროგრამა უდიდესი საქმეარაც საქართველოში გაკეთებულა – ის ნამდვილი საჩუქარია ქალებისთვისაუცილებელიაყველა ქალმაწელიწადში ერთხელ გაიაროს სკრინინგირათა დაავადება დროულადაღმოაჩინოს. 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისთვის სკრინინგი უფასოანუდაელოდებით სიმპტომებს  დროულად მიმართეთ სკრინინგ ცენტრს დაიზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

ოპერაციის შემდეგ უკვე ცხრა წელი გავიდა.
ცხოვრებას სულ სხვა თვალით შევხედე  მივხვდირამდენად ძვირფასიასიცოცხლეავიხდინე ბავშვობის ოცნება და ხატვა დავიწყე.

დღეს უკვე ვიცირომ შეუძლებელი არაფერიათუკი საკუთარშესაძლებლობებს ირწმუნებ“  ამბობს ნინორომელიც სიმსივნისდამარცხების შემდეგ მეგობრის რჩევით გამარჯვებულ ქალთა კლუბშიგაწევრიანდა. კლუბში გაერთიანებული არიან ქალები, რომლებმაც მისმსგავსად ძუძუს კიბო დაამარცხეს.
ისინი ხვდებიან ფსიქოლოგებს, დადიან ცეკვაზე, თეატრში, ერთმანეთსამხნევებენ და მხარში უდგანან. გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ მოქმედებსრეგიონებშიც  ჩოხატაურშილანჩხუთშიზუგდიდშიყაზბეგშიგურჯაანსა დათელავში . კლუბი არის ადგილისადაც გამარჯვებული ქალები ერთადმუშაობენ სკრინინგის პოპულარიზაციაზე.

გარდა ამისანინო ზარიძემაღრაძე უკვე ორი წელია არის ()იპსაქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ „ჯანმრთელი მომავლისელჩი“ და მონაწილეობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივიჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) საინფორმაციო შეხვედრებშირომლებიც ტარდება კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის ეროვნულიკამპანიის ფარგლებში.

„უნდა შევძლოთ და სიცოცხლე დავაფასოთ – ის მშვენიერია! გავიფერადოთცხოვრებამე ჩემი გზა ვიპოვე  ვხატავვწერ ლექსებსვმოგზაურობამდაავადებამ ჩემი გარდასახვა განაპირობა და მომცა ძალაამესრულებინაყველა ნატვრასიკვდილს ჩავხედე თვალებში და გადავწყვიტერომ სანამამ ქვეყნად ვარუნდა ვიცხოვრო სრულად. 63 წლის ვიყავიროცა ხატვისკურსებზე ჩავეწერე და მოკლე დროში გავიარექალმა საკუთარი თავისრეალიზება უნდა შეძლოს და აქტიური ცხოვრებით უნდა იცხოვროს.“ – ამბობს ნინო

გამარჯვებულ ქალთა კლუბისთვის“ ნინომ შექმნა ნახატი „ვარდისფერიოქტომბერირომელიც ყოველ შეხვედრაზე კლუბის წევრებს თან მიაქვთ ქალთა გაერთიანებისა და იმედის სიმბოლოდ.

საქართველოში სახელმწიფო სკრინინგის პროგრამა 2008 წლიდან მოქმედებს – ჯერ თბილისში, ხოლო 2011 წლიდან – მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიუხედავადამისა, მოსახლეობის ჩართულობა ჯერ კიდევ დაბალიარაც ცნობიერებისამაღლებასა და განათლებას საჭიროებს.

„ვარდისფერი ოქტომბერი“ მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებასადრეული დიაგნოსტიკის პოპულარიზაციას და იმ ქალების მხარდაჭერასვინც დღეს გამოჯანმრთელებისთვის იბრძვის.

ძალიან მნიშვნელოვანიარომ ყველამ გავაცნობიეროთ — სიცოცხლისგადარჩენა იწყება ერთი მცირე ნაბიჯითდროული სკრინინგითადრეულიდიაგნოსტიკა — კიბოს დამარცხების საუკეთესო საშუალებაა!

სტატია მომზადებულია “ჩეხეთის განვითარების სააგენტოს” მიერმხარდაჭერილი პროექტის „კიბოს პრევენცია და ზრუნვის გაუმჯობესებასაქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „ჩეხეთის რესპუბლიკისკარიტასის“ მიერ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივიჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) და ა(ა)იპ „საქართველოსჯანმრთელობის ფედერაციასთან“ თანამშრომლობით.

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

ანა თოდუა: სიკვდილთან ბრძოლაში სკრინინგის დახმარებით გავიმარჯვე და ახლა სიცოცხლით ვტკბები!

ძუძუს კიბოს დამარცხების ისტორია: ნინო ზარიძე-მაღრაძე სკრინინგის მნიშვნელობაზე

მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული ანა თოდუა ქალებს სკრინინგისკენ მოუწოდებს

ნინო მაღრაძის ისტორია: ძუძუს კიბოს დამარცხების შემდეგ დაწყებული ახალი ცხოვრება