26 ოქტომბერს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის „სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის ფარგლებში“ პარტნიორი ორგანიზაციის „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით ქუთაისის მერიის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს სისხლის უანგარო დონაციის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ჰემატოლოგ-ტრანფუზიოლოგი მაია ბეროძე ესაუბრა.
კამპანიის მიზნებისა და ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია დამსწრე აუდიტორიას “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” დირექტორმა მიაწოდა.
ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ეროვნული კამპანიის ფარგლებში დადგემილ სისხლის უანგარო დონაციის ბარიერების კვლევაში.










