ქალაქ გურჯაანში „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

“საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია” მადლობას უხდის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას შეხვედრის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის!

ქალაქ გურჯაანში, ახტალის პარკში, ღია ცის ქვეშ, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით და მერიის მხარდაჭერით, შეხვედრა გაიმართა.

ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიებულ შეხვედრას, ფედერაციის თანადამფუძნებელი მეგი საჯაია უძღვებოდა. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ თბილისის ინფექციური საავადმყოფოსა და იაშვილის კლინიკის ექიმები, რომლებმაც პანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებზე და სხვა გადამდები დაავადებების პრევენციაზე ისაუბრეს.

საინფორმაციო შეხვედრას გურჯაანის მერის პირველი მოადგილე თეიმურაზ ზავრაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული რესტორნების, სტომატოლოგიური კლინიკების, ბავშვთა გასართობი ცენტრებისა და სალონების მეპატრონეები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა ჯანმრთელობის ფედერაციის პროექტის ფარგლებში „უსაფრთო გარემო – ჯანმრთელი მომავალი“ ჩატარდა.

დღის ბოლოს „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციამ“ ბიზნესის ყველა წარმომადგენელს საინფორმაციო მასალა, სადეზინფექციო ხსნარები და სერთიფიკატები გადასცა

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

„ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდსა“ და „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

კოლეჯ „ოპიზარსა“ და „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასა“ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

კაჭრეთის კოლეჯ „აისში“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა

სათაური: კოლეჯ „ფანასკერტელში“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა