სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

2023 წლის 21 დეკემბერს, 15 საათზე სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ „უსაფრთხო სისხლის“ და „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციის „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სისხლის ბანკების წარმომადგენლები, უანგარო, რეგულარული დონორები და მხარდამჭერი ორგანიზაციები.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა კამპანიის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები. კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ზრდასრულ მოსახლეობაში უანგარო დონაციის ბარიერების კვლევა და კვლევის მონაწილეთა ინფორმირებულობის დონის შესწავლა სისხლის უანგარო დონაციის შესახებ.
ეროვნული კამპანიის დასკვნითი ღონისძიების დასასრულს გაიმართა რეგულარული უანგარო დონორებისა და 2023 წლის ეროვნულ კამპანიაში ჩართული აქტიური ორგანიზაციების დაჯილდოვება სიმბოლური საჩუქრებით და მადლობის სიგელებით.

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

„ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდსა“ და „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

კოლეჯ „ოპიზარსა“ და „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასა“ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

კაჭრეთის კოლეჯ „აისში“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა

სათაური: კოლეჯ „ფანასკერტელში“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა