ა(ა)იპ „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციისა“, და ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის თანამშრომლობით, 2025 წლის 17 ივნისს საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეში საინფორმაციო-საგანმანათლებლო აქტივობა გაიმართა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სისხლის უანგარო დონაციის პოპულარიზაციას და მოსახლეობისათვის დონორობისკენ მოწოდებას!
აქტივობის ფარგლებში გამვლელებს სისხლის უანგარო დონაციის შესახებ ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის მიერ მომზადებული საინფორმაციო მასალები გადაეცათ.
საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი – “ჯანმრთელი მომავლის ელჩები” წარმოდგენილი იყვნენ ბანერებით სისხლის უანგარო დონაციისა და უსაფრთხო სისხლის მნიშვნელობის შესახებ.
შეკრებილ ახალგაზრდებს უანგარობის შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა სისხლის უანგარო, რეგულარულმა დონორმა გოგა ჩანადირმა.
ღონისძიების მიზანი იყო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება სისხლის უანგარო დონაციის მნიშვნელობის შესახებ, სტიგმის დაძლევა, დონორობის ხელშეწყობა ახალგაზრდებში და მოქალაქეთა მოტივაცია – საკუთარი წვლილი შეიტანონ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში.
2026 წლის 1 აპრილიდან მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სისხლის გაცემა ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ აღარ იქნება შესაძლებელი. სისხლის უანგარო დონაციის პოპულარიზაცია და უანგარო დონორთა მობილიზება ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს.