ანა თოდუა, საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული პაციენტი:
“2018 წელს მეგობრის თხოვნით მივედი, გავიკეთე საშვილსნოს ყელი სკრინინგი და აღმოაჩნდა კიბო… საშვილოსნოს ყელის კიბო. დიაგნოზის წაკითხვა მართლა არ იყო ადვილი, თუმცა გავიაზრე, რომ ეს იყო მოცემულობა, რომელიც მქონდა და არ უნდა მქონოდა!
მეორე დღიდან დავიწყე ბრძოლა გამოჯანმრთელებისთვის და პარალელურად მოვუწოდებდი ქალებს ჩაეტარებინათ ეს უფასო გამოკვლევა, როგორც ვიცით 25 დან 60 წლამდე ქალებისთვის ეს იყო უფასო და საოცარი შესაძლებლობა ეზრუნათ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
ვინაიდან საშვილონოს ყელის კიბო უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანია მისი რეგულარული შემოწმება!
სკრინინგი ყველაზე დიდი საჩუქარია ქალებისთვის, რადგანაც იზრუნო საკუთარ თავზე, ნიშნავს იზრუნო იმ ადამიანებზე, ვინც შენს გვერდით ცხოვრობენ,რადგანაც შენ მათთვის ძალიან ძვირფასი ხარ და შენ რომ ცოცხლობ, ისინიც ბედნიერები არიან შენთან ერთად!
აქვე მოვუწოდებ ყველა ქალს, რომელსაც ერთხელ მაინც გაიარა ეს გზა და დაამარცხა ეს ვერაგი დაავადება, არ გაჩუმდნენ, ისაუბრონ ამაზე ძალიან ხმამაღლა, გარშემომყოფებთან ისაუბრონ! ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი და ერთად დავდგეთ სხვა ქალების ჯანმრთელობის სადარაჯოზე!
📽 ვიდეო მომზადებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის “კიბოს პრევენცია და ზრუნვის გაუმჯობესება საქართველოში” ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან და ა(ა) იპ “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასთან” თანამშრომლობით