13 დეკემბერს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის ეროვნული კამპანიის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, პროფესორი, ონკოლოგი რემა ღვამიჩავა, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები: ლელა სტურუა, მარინა თოფურიძე, ლელა კვაჭანტირაძე.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოაგდილე – ლადო კახაძე, პარლამენტის წევრი – ირმა ზავრადაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატები: დავით სერგეენკო, პაატა კვიჟინაძე, ზაალ მიქელაძე, ბეჟან წაქაძე, გივი ჭიჭინაძე, ზაურ დარგალი, ნოდარ ტურძელაძე, რიმა ბერაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, ანტონ ობოლაშვილი და ზაურ ბოლქვაძე.
შეხვედრას უძღვებოდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე.
პარლამენტის წევრებმა კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის კამპანიაში ჩართულობის სურვილი გამოთქვეს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენრტთან სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
„შეხვედრა იყო დროული და საჭირო, რადგანაც დღეს სიმსივნესთან ბრძოლაში სწორედაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკრინინგს, პრევენციას. ამ პროცესში აუცილებელია მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა, რათა ადამიანები დროულად იყვნენ ინფორმირებული სიმსივნური დაავადებების შესახებ. ამის შედე უიგად კი მნიშვნელოვნად შემცირდება დანახარჯები სიმსივნით დაავადებულთა ჯანმრთელობის მკურნალობაზე. დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, ყველა ქვეყანა მაქსიმალურად არის ჩართული, რათა ამ დაავადებების გამოვლინება პირველ სტადიაზევე მოხდეს. ადრეულ სტატიადზე კიბოს დიაგნოსტიკა, მისი დამარცხების საუკეთესო საშუალებაა!“ – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ შეხვედრის შემდეგ.
„კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციისა და სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამის შექმნის მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოს ეროვნული ონკოლოგიური სტრატეგიის შემუშავების საჭიროებებზე ისაუბრა პარლამენტის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის“ ეგიდით ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და სკნინგულ კვლევებში ქალბატონების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, მიმდინარე წელს საქართველოს რეგიონებში მასშტაბურ აქციებს აორგანიზებდა.
ირმა ზავრადაშვილის განცხადებით – „მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებზე განვითარებული ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციას და სკრინინგში მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას შეუწყობს ხელს“.
სამუშაო შეხვედრა პარლამენის წევრი ირმა ზავრადაშვილისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორი ორგანიზაციის „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით გაიმართა. აღნიშნული სამუშაო შეხვედრის მიზანს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატატებს შორის კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციაში ურთიერთთანამშრომლობის დაგეგმვა წარმოადგენდა.











