სამშობიარო სახლსა და პედიატრიულ საავადმყოფო „იმედის კლინიკას“ და ა(ა)იპ „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია პაციენტთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მათი უფლებების დაცვა, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საქართველოს მასშტაბით საქველმოქმედო აქციების ორგანიზება და ერთობლივი პუბლიკაციების მომზადება-გამოქვეყნება.
მემორანდუმის ფარგლებში „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია“ კლინიკის პერსონალისთვის პერიოდულად უზრუნველყოფს პაციენტებთან კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესების, სამედიცინო საქმიანობის სამართლებრივი საკითხებისა და პაციენტთა უფლებების დაცვის შესახებ საჯარო ლექციებისა და ტრენინგების ორგანიზებას ჯანდაცვის ექსპერტების, იურისტებისა და ფსიქოლოგების ჩართულობით.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სამშობიარო სახლი და პედიატრიული საავადმყოფოს “იმედის კლინიკის” დირექტორმა, პროფესორმა დავით კობეშავიძემ და “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” დირექტორმა მეგი საჯაიამ მოაწერეს.