სათაური: კოლეჯ „ფანასკერტელში“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა

საზოგადოებრივ კოლეჯში “ფანასკერტელი” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორის – „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით სემინარი ჩატარდა.

ღონისძიება აივ ინფექცია/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საკომუნიკაციო-საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში გაიმართა სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის.

👩‍⚕️ სემინარს უძღვებოდა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი/Infectious Diseases and AIDS Center ინფექციის კონტროლისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ეპიდემიოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ოთარ ჩოკოშვილი, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აივ/შიდსის გავრცელების, პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ.

📍 ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ფთიზიატრი, პულმონოლოგი ნინო ძიძიკაშვილი კი სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ტუბერკულოზის მკურნალობის, დიაგნოსტიკისა და პრევენციის შესახებ ესაუბრა.

კამპანია ხორციელდება აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სწორი ინფორმაციის გავრცელება, მცდარი შეხედულებების შეცვლა, გამოკვლევებზე მიმართვიანობის ზრდა და სტიგმის შემცირება.

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

„ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდსა“ და „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

კოლეჯ „ოპიზარსა“ და „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასა“ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

კაჭრეთის კოლეჯ „აისში“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა

სათაური: კოლეჯ „ფანასკერტელში“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა