გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები პროექტ „უსაფრთხო სოფლის“ ფარგლებში სრულად დამუშავდა

ძვირფასო მეგობრებო, ინიციატივის „უსაფრთხო სოფელი“ ფარგლებში სრულად მოხდა გურჯაანის რაიონის მასშტაბით არსებულ სოფლებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ არჩილ ხანდამაშვილს, რომელიც პროექტში რიგით მოხალისედ ჩაერთო! ასევე განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ გაწეული დახმარებისათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსს ბატონ ხვიჩა სიმონიშვილს და სოფლებში გურჯაანის მერის თითოეულ წარმომადგენელს, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ პროექტში „უსაფრთხო სოფელი“.
უშუალოდ ჩვენი გუნდის მიერ უკვე მოხდა გურჯაანის მერის წარმომადგენლებთან ერთად ათვისება შემდეგი სოფლებისა:

გიორგი ჩიტაშვილი – ჭერემი.
საბედნიეროდ, კახეთი დღემდე ე.წ. მწვანე ზონად რჩება და იმედს ვიტოვებთ, რომ ინიციატივამ „უსაფრთხო სოფელი“ თავისი წვლილი შეიტანა, კონკრეტულად გურჯაანის რაიონში, უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში!
პროექტის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში მოხდეს მუშა ობიექტების დეზინფექცია და პერსონალის დატრენინგება უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად! პროექტი „უსაფრთხო სოფელი“ ასევე წარმატებით მიმდინარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, უშუალოდ მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ერბოწონაშვილის მეთვალყურეობითა და ხელშეწყობით.
პროექტი „უსაფრთხო სოფელი“ ხორციელდება ექიმი-ეპიდემიოლოგის, ჯანდაცვის დოქტორის ოთარ ჩოკოშვილის რეკომენდაციით, ასევე გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის მეგი საჯაიას ინიციატივითა და შალვა აბრამიშვილისა და გიგა საჯაიას უშუალო მონაწილეობით.
ვთვლით, რომ დღეისათვის სოფლად არსებული ხალხმრავლობიდან გამომდინარე მუშა ობიექტების დეზინფექცია, მათთვის სადეზინფექციო სითხეების გადაცემა და ვირუსისაგან თავდაცვის გზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ადგილზე დასაქმებული პერსონალისათვის, შექმნილ ვითარებაში სასიცოცხლოდ აუცილებელია!

სიმონ ლოლაძე – ვაჩნაძიანი და კახიფარი,

კახი მაზანაშვილი – კალაური,

გაბრიელ ბოკუჩავა – შაშიანი,

გიორგი სოლომნიშვილი – ვაზისუბანი,

ეკატერინე ბენდელიანი-კარელიძე – მუკუზაანი და ზეგაანი,

ნათია თათარაშვილი – ველისციხე,

გიორგი მელექსიშვილი – ახაშენი,

ზაზა რუაძე – ჩუმლაყი და ყიტაანი,

გიორგი ცისკარაშვილი – ს. გურჯაანი,

გიორგი მანიჟაშვილი – ჭანდარი,

გოგიტა ალხაზაშვილი – ძირკოკი,

პაატა გველუკაშვილი – ვეჯინი,

ბესიკი წინწალაშვილი – კოლაგი,

გიორგი ბერიძიშვილი – ბაკურციხე,

მანუჩარ გოგიშვილი – კარდენახი;
შექმნილი ვითარების გამო, გადაადგილების შეზღუდვის გათვალისწინებით, ასათვისებელ სოფლებში გურჯაანის მერის წარმომადგენლებს მივაწოდეთ სადეზინფექციო ხსნარები სოფლებში არსებული მაღაზიების, თონეებისა და აფთიაქების მეპატრონეებისათვის გადასაცემად!
აქვე მადლობას მოვახსენებთ „ანოლიტი ანკ სუპერის“ მწარმოებელ საქართველოს საინჟინრო აკადემიის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ თენგიზ ცეცხლაძეს, რომელმაც 100 ლიტრი ანოლიტი დამატების საჩუქრად გადმოგვცა გურჯაანის რაიონში გამოსაყენებლად!
აღსანიშნავია რომ პირველ ეტაპზე პროექტს „უსაფრთხო სოფელი“ ბატონმა თენგიზ ცეცხლაძემ 200 ლიტრი ხსნარი გადასცა, ხოლო 100 ლიტრი სადეზინფექციო სითხე ჩვენი ინიციატივის წარმატებით განსახორციელებლად კომპანია „კ-მოტორსის“ დამფუძნებელმა კახა კუმელაშვილმა შეიძინა.
პროექტის ფარგლებში მერის წარმომადგენლების მიერ უახლოეს დღეებში სადეზინფექციო სითხე დარიგდება შემდეგ სოფლებში:

გივი ჯაშიაშვილი – არაშენდა.

გიორგი გოგინაშვილი – ნანიანი.

იაგო შიშნიაშვილი – ჯიმითი.

ალექსი ბაცანაძე – კაჭრეთი.

გიორგი არუთინაშვილი – ზემო კაჭრეთი.

გოჩა მესხიშვილი – მელაანი.

ალუდა კაპანაძე – ჩალაუბანი.

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

ექსპერტებმა საქართველოს კიბოს სკრინინგის პროგრამების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

დაბა აგარის პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

ხაშურში, კოლეჯში „ქართლი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

გორის პროფესიულ კოლეჯში „განთიადი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის თემაზე საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა

კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი წიგნის – „მოთხრობები სკრინინგზე“ – პრეზენტაცია გაიმართა