საგარეჯოს რაიონი შეუერთდა გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის მეგი საჯაიას პროექტს – ,,უსაფრთხო სოფელი”, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს ექიმი-ეპიდემიოლოგის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის ოთარ ჩოკოშვილის რეკომენდაციებით ხორციელდება!
საგარეჯოს მუნიციპალუტეტმა “უსაფრთხო სოფლის” ფარგლებში, მერის – გიორგი ერბოწონაშვილის ინიციატივით 200 ლიტრი ეკოლოგიურად სუფთა სადეზინფექციო ხსნარი შეიძინა. იგივე ხსნარი, ასევე 200 ლიტრის რაოდენობით, რაიონს აჩუქა კომპანია ,,კ-მოტორსის” დამფუძნებელმა – კახა კუმელაშვილმა. ასევე ხსნარების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელმა – თენგიზ ცეცხლაძემ, ჩვენს რაიონს 100 ლიტრი საჩუქრად გამოუგზავნა. მადლობა!
ყანდიაურელები: გურამი, მაკა და ჯაბა ლეგაშვილები, სოფელში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის – ნანა ტაველიშვილის თაოსნობით, ჩაერთნენ რიგით მოხალისეებად აღნიშნულ პროექტში
დეზინფექცია ჩავუტარდა სოფლებში არსებულ კვების ობიექტებს, სამედიცინო პუნქტებს და მოქმედ სალოცავს. ამასთან გავეცით რეკომენდაციები მოსახლეობასთან დისტანცირებული მომსახურების წესებთან და მუდმივ სისუფთავესთან დაკავშირებით!




